პორტალი წარმოადგენს ინკლუზიური განათლების თემატურ საინფორმაციო რესურსს, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პორტალი შეიქმნა ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული ინფორმაციის, რესურსებისა და პროგრამების ერთ სივრცეში თავმოყრისა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
პლათფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და განათლების სისტემაში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებულობის გაზრდას.
პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის, პროგრამებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ. ასევე წარმოდგენილია სხვა და სხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსი, პრაქტიკული გზამკვლევები და სასწავლო მასალები, რომლებიც ხელსუწყობს ინკლუზიური სწავლების ეფექტიან განხორციელებას.
აღნიშნული სივრცე განკუთვნილია ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართული სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათშორის:
ასევე პორტალზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ინკლუზიური განათლების მიმართულებით მოქმედი სახელმწიფო პროგრამების შესახებ, მათშორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირების მხარდაჭერის, სპეციალიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულებით.
პორტალი მუდმივად განახლებადია და მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული ცოდნის სისტემატიზაციას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებას.
![]() |
მარტი 2026 | ![]() |
||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||