საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

პროფესიული ინკლუზია

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნა წარმოადგენს რომელიც პასუხობს ყველა პირის ინდივიდუალურ საჭიროებას.სსსმ პირების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის ხელშეწყობა მათვის საჭირო დამატებითი ადამიანური და მატერიალური რესურსის უზრუნველყოფის გზით ხორციელედება,რაც აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იქნება ორგანიზებული.პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში გამოიკვეთა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვამდე წინა პროფესიული უნარების განვითარება,რაც მნიშვნელოვანდ ზრდის მათ ჩართულობას და სასწავლო შედეგებს.შესაბამისად აღნიშნული ქვეპრგრამის ფარგლებში განხორციელდა ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი სერვისის პილოტირება,რომლის ფარგლებშიც მოხდება VIII-IX კლასის სსსმ მოსწავლებისთვის წინა პროფესიული უნარების განვითარება.