ზოგადი ინფორმაცია

ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება დაკავშირებულია ინკლუზიური განათლების მხარდაჭერასთან. ამ მიზნით რეფორმის გუნდის 24 სპეციალისტი საქართველოს მასშტაბით 600-მდე სკოლასთან ახორციელებს სამუშაო შეხვედრებსა და ქოუჩინგს როგორც ონლაინ, ასევე პირისპირი კომუნიკაციის ფორმით.

ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი გუნდის თითოეული წევრი სკოლას ეხმარება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნისა და განხორციელების პროცესში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე კომპლექსური დავალებების მორგებაში,  ქმნის დამხმარე რესურსებს როგორც საგნის პედაგოგებისთვის, ასევე სპეციალური მასწავლებლებისთვის.