ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა

პროგრამის მიზანია -   კონკრეტული სწავლის/ქცევის სირთულეების მქონე ბავშვის/ბავშვების აკადემიური წარმატების ხელშეწყობა;   მასწავლებლის, მშობლის მხარდაჭერა.

Covid 19-ით განპირობებული სიტუაციის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია რსებული  რეგულაციებიდა ნგამომდინარე, ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა შეთავაზებული იქნება სკოლებისთვის როგორც დისტანციური ფორმატით, ასევე, ჰიბრიდული და პირისპირ სწავლების ფორმატით.

დისტანციური სწავლის დროს კონსულტანტი Microsoft teams პლატფორმის გამოყენებით წარმართავ სკონსულტირების პროცესს, სკოლისა და მოსწავლის წარმომადგენლებთან (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მშობელი და ა.შ.).

ინდივიდუალური კონსულტირების მოქნილი ფორმით შეთავაზების მიზანი და ამოცანებია:

  • შეამციროს პანდემიით გამოწვეული სწავლისა თუ სხვა დანაკარგები სკოლებისა და ოჯახებისთვის.

 

  • გაზარდოს პროგრამის ხელმისაწვდომობა ბარის შორეული სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონის სკოლების სსსმ მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესის მხარდასაჭერად.

 

ინდივიდუალური კონსულტანტის მომსახურება ვრცელდება  იმ  სსსმ მოსწავლესთან  ვისაც აქვს შემდეგი  საჭიროებები:

 

  • მშობლის/ოჯახის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა სკოლის გუნდთან დისტანციური ან პირისპირ სწავლების პროცესში;

 

● სასწავლო ინდივიდუალურ გეგმასთან დაკავშირებული საკითხები;