ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა მიუსაფარი ბავშვებისთვის

 

 

 

 

 

                                                       

 ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა მიუსაფარი ბავშვებისთვის

(ე.წ. ,,ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის“)

 

/res/images/images/2016061016545382256.png

მიუსაფარი ბავშვებისთვის დამახასიათებელი პრობლემების სპეციფიკურობის გათვალისწინებით არსებობს მრავალი ბარიერი მათ ფორმალურგანათლებაში  ინტეგრაციისთვის. ამის გამო აუცილებელია მათთვის სპეციალური საგანმანათლებლოსერვისებისშემუშავება და მიწოდება.

 

ამ მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არსებული სერვისების ბენეფიციართა განათლების კომპონენტით უზრუნველყოფისთვის პროგრამა ,,განათლების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთის საქართველოში“ ფარგლებში დაიგეგმა და ხორციელდება სპეციალური სერვისი ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა მიუსაფარი ბავშვებისთვის“.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს მასშტაბით მიუსაფარი ბავშვებისთვის არსებულ ყველა სერვისში ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. რუსთავში.

 

კონკურსის წესით შერჩეული ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომსერვისების მომსახურების მიმღებ ყველა მიუსაფარ ბავშვს, რომელიც არ ირიცხება სკოლაში, ან ირიცხება, მაგრამ აქვს სწავლისა და თანატოლებთან ინტეგრაციის პრობლემები,  მიეცეს შესაძლებლობა მათვის კომფორტულ გარემოში  მისი ასაკისთვის შესაბამისი სასიცოცხლო და საბაზისო აკადემიური უნარების განვითარებისთვის. მოემზადოს ასაკის შესაბამის ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლისთვის, თანატოლებთან ინტეგრაციისთვის. თითოეული ბავშვის მიმართ მისი საგანმანათლებლო საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენება მოქნილი ინდივიდუალური მიდგომები.

პროგრამა მუშაობს ორი მიმართულებით:

1) სასიცოცხლო უნარების განვითარება

2) აკადემიური უნარების განვითარება

 

სასიცოცხლო უნარებზე მუშაობა მიმდინარეობს პროგრამით, რომელიც შექმნილი და აპრობირებულია ა(ა)იპ ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ მიერ და მისი დაძლევისთვის საჭიროა 60 აკადემიური საათი. იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა თვითცნობიერება, კომუნიკაცია, ემოციის მართვა, ინტერპერსონალური ურთიერთობები, კრიტიკული აზროვნება და სოციალური პასუხისმგებლობა.

აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობა კი ფოკუსირდება ისეთ თემებზე, როგორიცაა წერა-კითხვა, ანგარიში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები, სამოქალაქო განათლება და ელემენტარული საფუძვლები ინგლისურ ენაში. სწავლების მეთოდოლოგიაში გამოყენებულია სპორტული და სახელოვნებო აქტივობები.

თითოეული ცენტრისთვის გამოყოფილია შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც ბენეფიციარებთან მუშაობენ. კვალიფიციური ტრენერები ატარებენ სასიცოცხლო უნარების განვითარების ტრენინგს, ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის. პედაგოგებსა და ტრენერებს ჰყავს კონსულტანტი-ფსიქოლოგი. განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს ბენეფიციარების საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებას. პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის მასში ჩართული სპეციალისტები  თანამშრომლობენ ზრუნვის სერვისის აღმზრდელებთან და სკოლაში ჩარიცხულ ბენეფიციართა მასწავლებლებთან. გარდა ამისა, პროგრამაში ჩართული ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან თვალსაჩინოებით და დამხმარე მასალით.

პროგრამის განხორციელების საფუძველზე შესაძლებელი გახდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ჩარიცხვა სკოლაში, ხოლო ჩარიცხულებისთვის ინტეგრაციის პრობლემების დაძლევა. მიუსაფარი ბავშვებისთვის სკოლაში სწავლის მოტივაციის სტიმულირება, თანატოლებთან ინტეგრაციის გაიოლება, რაც მათი პიროვნული ზრდა-განვითარების და საზოგადოებასთან ჯანსაღი შერწყმის წინაპირობაა.

2015-2016 წლებში პროგრამაში ჩართული იყო სულ 80-100 ბავშვი.

 

2015 წელს პროგრამის პილოტი წარმატებით განახორციელა ორგანიზაცია ,

,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC)

 

2016 წელს პროგრამას ახორციელებს ორგანიზაციაWorld Vision Georgia”