სოციალური ინკლუზია

სოციალური ინკლუზიის დახმარებით მოხდება საჯარო სკოლებში ინკლუზიური სწავლებისთვის კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა
2015 წელს ქვეპროგრამაში ჩართულია 800 სსსმ მოზარდი 3000 მოსწავლესთან და 30 სტუდენტთან ერთად,მიმდინარე სოციალურ და კულტურულ პროცესში აქტიური მონაწილეობით,თვით რეალიზების საშუალება მიეცა რის შედეგადაც სსსმ მოზარდში მოხდა თვითშეფასების ზრდის ხელშეწყობა;
სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამა შექმნის პიროვნული შესაძლებლობების თანაბარ პირობებში რეალიზების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის ადაპტირებულ გარემოს სადაც "ყველა ბავშვის"უფლება თანაბრადაა დაცული და სადაც ტერმინი "სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები"ვრცელდება სასწავლო პროცესიდან განთესილი და ან/სოციალურად დაუცველ,დევნილ,ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ რეპატრირებულ და სტატუსის არმქონე მოზარდზე რომელთა საჭიროებები მათი სწავლის სირთულეებიდან მომდინარეობს.ქვეპროგრამის აქტივობებით რომელიც სხვა და სხვა შესაძლებლობის მქონე მოზარდებს აერთიანებს საერთო ინტერესების გარემოში ვიღებთ ორმხრივ ბენეფიტს: 1 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა; 2 საჯარო სკოლების მოზარდებში ტოლერანტული განწყობის ზრდა განსხვავებული შესაძლებლობისა და რელიგიური თუ კულტურული წარმომავლობის თანატოლების მიმართ.