სკოლების გაძლიერების პროგრამა

პედაგოგების ტრენინგი და მშობლებისთვის საინფორმაციო კამპანია 

2014 წელს სკოლებში განხორციელებული"მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა სკოლში ინტეგრაციის ხელის შემშლელი ფაქტორების კვლევის"

შედეგებმა აჩვენა, რომ სენსიტიური ჯგუფებისთვის და განსაკუთრებით მიუსაფარი ბავშვებისათვის (ე.წ. ,,ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის“) დამახასიათებელი პრობლემების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, არსებობს მრავალი ბარიერი მათი სკოლაში ინტეგრაციისთვის. სკოლას - პედაგოგებს, ადმინისტრაციას, თანაკლასელებს ხშირად უწევთ მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებთან ურთიერთობის სიძნელეების გადაჭრა.

სკოლა დღეისთვის მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა საპასუხოდაც მას არ გააჩნია საკმარისი რესურსი, მათშორის ადამიანური. სკოლის დღევანდელი შესაძლებლობების გათვალისწინებით, პროგრამის ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში" ფარგლებში სკოლების გაძლიერების მიზნით დაიგეგმა:

  1. ტრენინგი საჯარო სკოლების პედაგოგების და ადმინისტრაციისთვის თემაზე „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები.

ამ ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა, სენსიტიური ჯგუფების ბავშვთა სკოლაში ადაპტაციის სირთულეები, მათი საგანმანათლებლო საჭიროებები, თანაკლასელებთან მათი ურთიერთობების რეგულირება, კონტროლი,მართვა და ა.შ.

2015-2016 წლებში ტრენინგი გაიარა 46 საჯარო სკოლის 200-მა  მასწავლებელმა,მათ შორის დირექტორებმაც. 

  1. სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის საინფორმაციო კამპანია 

აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა მიუსაფარ ბავშვთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ბავშვთა მიმართ არსებული სტიგმის დასაძლევად. მშობლებისთვის შეიქმნა საინფორმაციო ბუკლეტები ბავშვების ფსიქო-სოციალური პრობლემების გაცნობის მიზნით. გარდა ამისა, საინფორმაციო შეხვედრებზე მათ აღნიშნული საკითხის განხილვის შესაძლებლობა აქვთ.

პროგრამის მიზანია, რომ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს საჯარო სკოლაში ინტეგრაციის ბარიერები შეუმცირდეთ. საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობდა 1150 მშობლამდე .

2015 და 2016 წელს პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია 

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებათ გადადით ლინკზე