inclusion.ge
<description>ინკლუზიური განათლება</description>
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა მარნეულში გამართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
ბაია კვიციანის თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ინკლუზიური განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების საფეხურებს შორის ტრანზიციაზე, საგანმანათლებლო რესურსების ადაპტირებასა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საჭიროებებზე.
ღონისძიების დასრულების შემდგომ ჩატარდა ფოკუს ჯგუფი, სადაც მონაწილეებმა მოსწავლეთა სპეციფიკური გამოწვევები გამოავლინეს და მათი დაძლევის გზები დასახეს.
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება.
მარნეულში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლის რეგიონში ავთანდილ ჭრიკიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაური ისმაილოვი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ ფარგლებში, ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
ბაია კვიციანმა ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე ინიციატივებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროექტი ,,საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ ინკლუზიური სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პანელური დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერაზე, საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფი, სადაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები, მოსწავლეთა საჭიროებები და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების პერსპექტივები გამოიკვეთა.
პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან პანელური დისკუსიების გამართვას ითვალისწინებს. მიღებული უკუკავშირები და გამოკვეთილი საჭიროებები ინკლუზიური სერვისების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღანიამ, რუსთავის მერიის, რუსთავის საკრებულოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.
<description><![CDATA["საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა. 
შეხვედრა პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში გაიმართა და მის  მიზანს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ინკლუზიური
სერვისების განვითარება და ამ პროცესში საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობელთა ჩართულობის გაძლიერება წარმოადგენდა.
როგორც ბაია კვიციანმა აღნიშნა,  აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება და აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისების განვითარება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ინდივიდუალური ასისტენტის როლს, საგანმანათლებლო რესურსების ადაპტირების აუცილებლობას და არაფორმალური განათლების სერვისების შემუშავების საკითხს.
შეხვედრის ფარგლებში მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ თავიანთი ინიციატივები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. 
მშობლებთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაია კვიციანმა თბილისის N61 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასი დაათვალიერა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა."]]></description>
<description><![CDATA["საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საჯარო სკოლების დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრა პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების განხილვას და ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული სისტემური გამოწვევების იდენტიფიცირებას.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების მხარდაჭერა, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაცია, მასწავლებელთა ჩართულობა მოსწავლეთა მხარდაჭერის პროცესში, ადაპტირებული საგანმანათლებლო რესურსები და სხვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მიეღოთ ამომწურავი პასუხები და ამასთანავე, თავიანთი პოზიციები დაეფიქსირებინათ.
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება, რაც რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და სისტემური ხარვეზების დროულ აღმოფხვრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი არზიანი, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ეკა დგებუაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები."]]></description>
<description><![CDATA["საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ დაიწყო, რომელიც ინკლუზიური სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში თბილისში გამართული პირველი შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
,,ინკლუზიური განათლების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ინიციატივა. მათ შორის, სამინისტროში შეიქმნა სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი, ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
ამჟამად დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც საჯარო დიალოგის ფორმატში წარიმართება და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე. მოვისმენთ თითოეულის პოზიციას, რეკომენდაციას და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ბავშვთა საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მოხდება’’,- განაცხადა გივი მიქანაძემ. 
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან პანელური დისკუსიები გაიმართება. მიღებული უკუკავშირები და გამოკვეთილი საჭიროებები სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება ინკლუზიური სერვისების განვითარების პროცესში.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა."]]></description>
<description><![CDATA["განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქართველოს დისლექსიის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დისლექსიის მქონე ბავშვების, აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების წინაშე არსებული  სისტემური გამოწვევების განხილვა.
ბაია კვიციანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრომ დაასრულა დისლექსიის გზამკვლევზე მუშაობა, რომელიც სპეციალისტებსა და მშობლებს შესაბამისი საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერაში დაეხმარება. მინისტრის მოადგილის თქმით,  განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დარგობრივ ორგანიზაციებთან და შექმნილია სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო.
შეხვედრის ფარგლებში დისლექსიის ასოციაციის წევრებმა წარმოადგინეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოკლე მიმოხილვა, არსებული პრაქტიკის შეფასება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დისლექსიის მქონე პირები განათლების სხვადასხვა საფეხურზე დგანან. შეხვედრისას მხარეებმა ასევე იმსჯელეს  დისლექსიის მქონე პირებისთვის მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერების მიზნით.
<description><![CDATA["საქართველოს განათლების,   მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა,  ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებულ  კონფერენციაზე „ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე - მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას ბაია კვიციანმა მიმოიხილა ინკლუზიური განათლების სისტემა, ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები. მისი თქმით, ინკლუზიური განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამაზე მიუთითებს ის, რომ ინკლუზიური განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  მიუხედავად მრავალფეროვანი სერვისებისა,  სამინისტრო აქტიურად მუშაობს არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ეფექტიან მართვაზე, რათა გაიზარდოს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა ხელმისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურზე.
კონფერენციაზე  სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე,  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
კონფერენცია მიზნად ისახავდა იმ პრობლემების გამოკვეთას და დიალოგის დაწყებას, რომელიც უკავშირდება ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე ბავშვებში საჭიროებების დროულ გამოვლენასა და კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობის საკითხს.
ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა პანელური დისკუსიაც. კონფერენციის დასასრულს,   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო."]]></description>
<description><![CDATA["ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა თბილისის N202 უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს.
კომაროვის მოსწავლეებმა უსინათლოებისთვის შექმნილი დამხმარე მაგიდა-ორგანაიზერი „ლუსი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს.
პრეზენტაციაზე თამარ მახარაშვილმა სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და ინკლუზიური გარემოს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ტექნოლოგიების გამოყენებით რეალური სოციალური გამოწვევების გადაჭრა.
„ლუსი“ უსინათლოებს საზოგადოებრივ სასადილოებში დამოუკიდებლად კვებისთვის საჭირო ისეთი აქსესუარების მოხმარებას უმარტივებს, როგორიცაა: თეფში, დანა-ჩანგალი და სხვა. მაგიდა-ორგანაიზერი აღჭურვილია როგორც ხმოვანი სისტემით, ისე ბრაილის შრიფტით. მომხმარებელს შეუძლია, დაასახელოს მისთვის საჭირო ნივთი, შემდეგ მოწყობილობა ავტომატურად შემობრუნდება და საგანი მაგიდა-ორგანაიზერის ღიობში აღმოჩნდება, საიდანაც მისი აღება იქნება შესაძლებელი. „ლუსის“ გამოყენება უსინათლო ადამიანებს ბრაილის შრიფტის დახმარებით შეუძლიათ.
ახალგაზრდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ 2025 წლის ფინალისტებს შორისაა."]]></description>
<description><![CDATA["საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს თბილისის N55 და N203 საჯარო სკოლებს ეწვია.
მინისტრის მოადგილემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მოსწავლეთა აქტივობებს გაეცნო.
ბაია კვიციანმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა ფასდაუდებელი შრომისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინკლუზიური განათლების სფეროში მოქმედი პროგრამების გაუმჯობესება და გაფართოება.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლებში მოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და მოსწავლეთა მიერ მიღწეული წარმატების შესახებ პრეზენტაციები.
ბაია კვიციანის თქმით, ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებისთვის, სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის საჭიროებებს შეისწავლის და არაერთ პროექტს განახორციელებს იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გახდეს."]]></description>
<description><![CDATA["საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული „ინკლუზიური განათლების კონფერენცია“ გახსნა, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
,,სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული პროგრამების განვითარება, ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლის, სტუდენტისა და ახალგაზრდისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან სერვისებზე მათ თანაბარ ხელმისაწვდომობას და თითოეული მათგანის ინდივიდუალურ მხარდაჭერას. ამას ადასტურებს სამინისტროში სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის შექმნა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად პასუხისმგებლობას იღებს პოლიტიკის განსაზღვრასა და სტრატეგიული მიზნების დასახვაზე,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონფერენცია ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის.
,,სიმბოლურია, რომ 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსოფლიო დღეს, გვეძლევა შესაძლებლობა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენცია მართლაც შესანიშნავი პლატფორმაა ერთმანეთისთვის ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატში ვიმსჯელოთ არსებულ პრაქტიკასა და სხვადასხვა სერვისის გაუმჯობესებაზე,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის განსაკუთრებულ როლს, ინკლუზიური განათლების განვითარების საქმეში.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლის დროსაც კონფერენციის მონაწილეებმა, დიალოგის ფორმატში, იმსჯელეს ინკლუზიური განათლების არსებულ პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებზე.
„ინკლუზიური განათლების კონფერენციას“  ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს, სასკოლო საზოგადოებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები."]]></description>
<description><![CDATA["საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მსოფლიო დღეს გაიმართა. 
მინისტრმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და ინკლუზიური განათლების სერვისების დახვეწისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გივი მიქანაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ხელს შეუწყობს ინკლუზიურობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარების პროცესში უწყებათაშორისი პარტნიორობის განვითარებას, ინიციატივების მრავალმხრივ შეფასებას და პროექტების კოორდინირებულ მართვას.
საბჭო წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას, რომელიც უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით აერთიანებს განათლების ყველა საფეხურის, ასევე მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. საბჭოს წევრები არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სფეროში არსებულ სერვისებსა და პროგრამების განვითარებაზე მუშაობენ.
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება, რაც შესაძლებლობას მისცემს მის წევრებს, განიხილონ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები, შეაფასონ სერვისების განვითარების დინამიკა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.
პირველ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი."]]></description>
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელიც სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში შემუშავდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სამმართველოს შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ახალ მომსახურებებს შესთავაზებს.
ვრცელი ინფომაცია იხილეთ ბმულეზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=13158&lang=geo&fbclid=IwAR3AiTnzUNapN6qSZd6rv5pjvNI4TAE9hMa-DjvCy16hNWGmS63n0y-IyHw
<description><![CDATA["2021 წლის 12 ივლისიდან - 20 აგვისტოს ჩათვლით, მიმდინარეობს აპლიკანტთა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაციასთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციასთან გასაცნობად, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ ბმულს: 
საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს "]]></description>
<description><![CDATA["კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა ახალმა რეალობამ ბევრი ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა და გარკვეული ცვლილებები შეიტანა ცხოვრების ჩვეულ რიტმში.
ნებიმიერი ცვლილება, ცხოვრებისეული რუტინის დარღვევა ყოველთვის გარკვეულ შფოთვას იწვევს ადამიანში. როგორ გავუმკლავდეთ ახალი რეალობით გამოწვეულ სტრესს? როგორ ვმართოთ ემოციები? როგორ დავიცვათ თავი აგრესიისგან და მოვახდინოთ ახალ რეალობასთან ადაპტირება? 
გთავაზობთ ორგანიზაცია Save the Children International-ის ბავშვთა საკითხების კვლევის დიდი გამოცდილების მქონე, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ შექმნილ ბროშურებს. ბროშურებში მოცემული ინფორმაცია და სახალისო სავარჯიშოები დაეხმარება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს პოზიტიური დამოკიდებულების, დადებითი ემოციების ჩამოყალიბებასა და სტრესის მართვაში.
აღნიშნული ბროშურების გასაცნობად გადადით ბმულზე
:http://inclusion.ge/res/docs/2020101215561341083.pdf
http://inclusion.ge/res/docs/2020101216043394585.pdf"]]></description>
<description><![CDATA["14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა   აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, სადაც პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით ინიციატივებზე, განხორციელებულ აქტივობებსა და შექმნილ რესურსებზე ერთგვარი ანგარიში წარმოადგინა;  შეხვედრას ესწრებოდნენ:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი;  პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ქალბატონი მარიკა ზაქარეიშვილი;  მაია წულაძე - პროგრამის კოორდინატორი „ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა პროფესიული განათლების საფეხურზე“; ქალბატონმა მაიამ ისაუბრა 2020 წლის საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის პროცედურებზე და წარმოადგინა სხვადასხვა რესურსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად;  მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი - ექსპერტი, რომელმაც შეიმუშავა ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის გზამკვლევი ქალბატონ თეონა გავაშელიშვილთან ერთად; რუსუდან ლორთქიფანიძე - ექსპერტი, რომელმაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული პროფესიული ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტი წარმოადგინა. აღნიშნულ გზამკვლევზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს ქალბატონ ნინო რუხაძესთან ერთად;  ლეკუნა ჯაფოშვილი- რომელმაც უზრუნველყო შეხვედრის ჟესტურ ენაზე თარგმნა;  მარიამ დავითულიანი - პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი.  შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო და გრძელდება 10 აგვისტომდე!  გახსოვდეთ, რომ პროფესიული განათლება სრულიად ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის!
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე
https://www.facebook.com/TVETGeorgia/videos/547389445918043"]]></description>