სიახლეები

სსსმ მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო რესურსები შეიქმნა

22 დეკემბერი, 2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა წინასაახალწლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე, თამარ სანიკიძემ მოწვეულ სტუმრებს უსინათლო და სმენის არმქონე მოსწავლეებისთვის დაბეჭდილი ახალი საგანმანათლებლო რესურსები წარუდგინა და მოკლედ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხორციელდება, მათ შორის იმ პროექტებზე, რომელიც ამ მოზარდების სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართავას, მათი საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფას და სოციუმში მათ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლეების მხიარულ საახალწლო განწყობაზე იზრუნეს ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“-ს საბავშვო ორკესტრის წევრებმა ირინა ოდიშარიას ხელმძღვანელობით და საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობებმა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.
2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა სმენადაქვეითებული და სმენისარმქონე, უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლეების განათლების ხელმისაწვდომლობის გაზრდა. 2015 წელს პროგრამის „მულტიდისციპლინური გუნდების ხელშეწყობის“ ფარგლებში, უსინათლო მოსწავლეებისთვის ქიმიასა და ბიოლოგიაში შეიქმნა და დაიბეჭდა ტაქტილური (რელიეფური) საგანმანათლებლო დამხმარე სახელმძღვანელოები. არსებული დამხმარე რესურსის საშუალებით უსინათლო მოსწავლე შეძლებს ზემოაღნიშნულ საგნებში ხელის შეხებით შეიგრძნოს სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი გამოსახულებები, ასევე ტექსტებში მოყვანილი უჯრედებისა და ნივთიერებების აგებულება. ანალოგიური სასწავლო რესურსი არასდროს იყო ხელმისაწვდომი ჩვენი მოსწავლეებისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უსინათლო ბავშვებისთვის ხელშესახები და აღქმადი ხდება მათთვის აქამდე მხოლოდ წარმოდგენაში არსებული მოვლენები, ქიმიური ელემენტები, სხეულები და ა.შ.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული მოსწავლეების განათლების განვითარების მიმართულებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა და ტარდება ტრენინგ მოდული მშობლებისთვის ჟესტურ ენაში. 2015 წლიდან ხმოვან მშობელს, რომელთაც ჰყავთ სმენისარმქონე შვილები, საშუალება მიეცათ უფასოდ შეისწავლონ ჟესტური ენა და მარტივად შეძლონ კომინიკაციის დამყარება საკუთარ შვილებთან. ასევე სმენადაქვეითებული 

ორგანიზაციამ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ 2015 წელს პროქტის “კითხვა უკეთესი მომავლისათვის” ფარგლებში, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, შექმნა სპეციალური მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო რესურსების ნაკრებს სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისათვის.
 
შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა:
 
 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930