სიახლეები

მულტიდისციპლინური გუნდის როლი ინკლუზიურ განათლებაში

21 დეკემბერი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კონფერენცია ჩატარდა თემაზე „მულტიდისციპლინური გუნდის როლი ინკლუზიური განათლების განვითარებაში“. სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტი შედის კერძოდ, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, სპეც. მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი. მომართვების საფუძველზე გუნდის წევრები აფასებენ მოსწავლეებს, მათ კოგნიტურ, აკადემიურ, სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით. ამ ეტაპზე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით 5132 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს. მათ დამატებით სკოლებში სპეციალური პედაგოგი ემსახურება.

კონფერენციაზე თბილისისა და რეგიონის მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა და გუნდის კოორდინატორმა პრეზენტაციები წარმოადგინეს განხორციელებული სამუშაოს შესახებ და თემებზე, რომელიც ეხება ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოს სკოლებში კერძოდ, სსსმ მოსწავლეთა კვალიფიციურ შეფასებას ადაპტირებული და ნორმირებული ტესტების საშუალებით, ტრანზიციის პროცესს ბაღებიდან და დღის ცენტრებიდან, დამხმარე სერვისებს, შინ სწავლების პროცესს განსაკუთრებით მძიმე განვითარების მქონე ბავშვებისთვის, ადაპტაციის საშუალებებს მოტორული დარღვევების შემთხევებში. კონფერენციაზე ასევე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობის როლი.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა:

:

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
789101112
13
14151617181920
21222324252627
282930