სიახლეები

განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა

17 დეკემბერი, 2015

დღეს პროგრამის ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის საქართველოში” შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. 
პროგრამა ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სკოლის მიღმა დარჩენილი და სკოლის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მონიტორინგის ჩარჩო და მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები.

პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)” მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სერვისებში არსებულ ორ ცენტეში (კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში და 24 საათიანი ტრანზიტული მომსახურების ცენტრში) განხორციელდა სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის პილოტირება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. 
პროგრამის ფარგლებში გამოცდილი სპეციალისტების მიერ მოხდა ბავშვების სოციალური და აკადემიური უნარების განვითარებაზე მუშაობა, ასევე არაფორმალური განათლების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. სკოლების გაძლიერების მიზნით, თემაზე „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები“ გადამზადდა იმ სკოლების მასწავლებლები და დირექტორები, რომელ სკოლებშიც ირიცხებიან ცენტრებში რეგისტრირებული ბავშვები, ასევე ცენტრენთან ტერიტორიულად ახლოს მდებარე სკოლები. სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურა. 

პროგრამის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა, იუნესკოს ექსპერტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სკოლის მიღმა დარჩენისა და სკოლის მიტოვების რისკის იდენტიფიცირებისთვის განათლების საერთაშორისო ინდიკატორების სისტემაში დანერგვაზე.

შეხვედრის ვიდეო მასალა:

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930