საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

30 ნოემბერი, 2015

საჯარო სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ტრენინგები ჩატარდა ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სასწავლო პროცესში თანატოლებთან ინტეგრაციის სირთულეების გადალახვის კუთხით.

პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისათვის საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება, დამოკიდებულებების ცვლილება სენსიტიური ჯგუფების ბავშვებთან მუშაობის პროცესში.

ტრენინგის მოდულისთვის თემატიკა და პროგრამა შეირჩა მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებებისა და  ფსიქო-სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მათთვის ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის უზრუნველსაყოფად. იმ ბარიერების გადასალახად, რომელიც  განაპირობებს  სკოლაში  აკადემიურ აქტივობებში მათი  ჩართვისა და თანატოლებთან სრულფასოვანი ინტეგრაციის სირთულეებს და საბოლოოდ გარიყვას სასკოლო პროცესებიდან.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 6 საჯარო სკოლის 50-ზე მეტმა პედაგოგმა. ტრენინგები ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ტრენერების (ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების) მიერ.

ტრენინგის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.

აქვე იხილითეთ ტრენინგის ამსახველი ვიდეო მასალა:

 

მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031