სიახლეები

სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა

25 ნოემბერი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“ და კავშირი ,,ბერილუს“-ის თანამშრომლობით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა ერთ თემში მცხოვრები სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოზარდების საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანებას, თანამშრომლობას. 

თეატრალურ ფესტივალზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა ეხილა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (მათ შორის ეთნიკური უმცირესობისა და ლინგვისტური პრობლემების მქონე) მოზარდებისა და საჯარო სკოლების თანატოლების თანამშრომლობით მომზადებული შემდეგი სპექტაკლები: ოსკარ უაილდის მოთხრობის ,,ვარსკვლავბიჭუნა“ მიხედვით (სპექტაკლი მოამზადა ქ. ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოშა მოზარდების თანამშრომლობით). ჯოან აიკენის მოთხრობის ,,საშობაო საჩუქრები“ მიხედვით (თბილისის N202 საჯარო სკოლის უსინათლო და სუსტადმხედველი მოზარდებისა და ქ. თბილისის N77 საჯარო სკოლის მოსწავლეების თანამშრომლობით. პოლ ოსტერის მოთხრობის „ოგი რენის საშობაო ამბავი“ მიხედვით (თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და რეპატრირებული მესხი მოზარდების თანამშრომლობით)

სპექტაკლის ამსახველი ვიდეო მასალა:

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
30