სიახლეები

კონფერენცია „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები''

12 ნოემბერი, 2015

11 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“.

ერთდღიანი კონფერენცია განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს აუტიზმის ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტის - „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების ჩამოყალიბება საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ.

კონფერენცია მიზნად ისახავდა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობის მიმოხილვას საქართველოში, დიაგნოსტირების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის, სოციალური ხელშეწყობისა და ინტეგრაციის შესახებ ჩეხური გამოცდილების გაზიარებას და ამ მიმართულებით საქართველოს სამომავლო პერსპექტივების განხილვას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და ჩეხეთის აუტიზმის მქონე პირების დახმარების ასოციაციის (APLA) ექსპერტებმა.

სექტემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
12345
6
7
891011121314
15161718192021
22232425262728
2930