საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ტაჯიკეთის დელეგაცია ქართულ გამოცდილებას იზიარებს

5 ნოემბერი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთის დელეგაცია ესტუმრა. სტუმრობის მიზანი იყო საქართველოში ინკლუზიური განათლების სისტემის გაცნობა. ვიზიტი საქართველოში როგორც ქვეყანაში, სადაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ჟენევაში UNICEF-ის ოფისის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით დაიგეგმა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ტაჯიკეთის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, პარლამენტის წევრი. სტუმრებმა მოინახულეს ქ. თბილისის მე-60 საჯარო სკოლა, სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასი ქ. თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში, ქ. თბილისი 198-ე სკოლა-პანსიონი და პროფესიული სასწავლებელი. შეხვედრა გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრშიც, სადაც დელეგაციის წევრები იმ სატრენინგო მოდულებს გაეცნენ, რომელსაც ცენტრი ინკლუზიური განათლების მიმართულებით ახორციელებს. ასევე მოინახულეს ტრანზიტული დღის ცენტრი, სადაც განათლების სამინისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის.

მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031