სიახლეები

მინისტრებმა ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს

9 ოქტომბერი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო ახლადრეაბილიტირებულ მე-200 სკოლას ესტუმრნენ, სადაც სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანმედროვე სასწავლო გარემო უნივერსალური დიზაინით მოეწყო და მოსწავლეთა ხელშეწყობისთვის ყველა სათანადო პირობა შეიქმნა.

მე-200 სკოლაში მინისტრები ექიმის კაბინეტის მუშაობას გაეცვნენ და სრულად რეაბილიტირებული სასადილო დაათვალიერეს, რომლისთვისაც ინვენტარის შესაძენად ამჟამად ტენდერი მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეების კვების რაციონის შედგენაზე უკვე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლაში განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია, გაკეთდა საქვაბე და მოეწყო ცენტრალური კანალიზაცია, ამასთან პანდუსისა და სკოლაში შესასვლელი კარის მონტაჟი, რომლის საერთო ღირებულებაც 1,315 777 ლარს შეადგენს.

მე-200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 97 მოსწავლე სწავლობს, საიდანაც 24 საათიანი მომსახურებით 65 მოსწავლე სარგებლობს. სამინისტროს მიერ მათთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე საჭირო ტექნიკის თუ ყველა იმ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის კუთხით, რაც კონკრეტულ სპეციალიზირებულ სკოლას ესაჭიროება.

ინკლუზიური განათლების განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მზინით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის პროექტები, რომელიც მოზარდების სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართავას, მათი საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფას და სოციუმში ინტეგრაციას ითვალისწინებს.

 

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031