სიახლეები

ახალი პროგრამის პილოტირება იწყება

29 სექტემბერი, 2015

2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება განსაზღვრა. განათლების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მშობელთა ჩართულობა შვილების განათლების პროცესში.

მშობელთა ჩართულობისათვის, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს მათი ინფორმირება წარმოადგენს სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა განათლების პროცესთან დაკავშირებული ახალი ტენდენციების შესახებ. სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა განათლების პროცესის დაგეგმვისას, თანაბრად გასათვალისწინებელია ბილინგვური მიდგომა (ჟესტი და სამეტყველო ენის განვითარება ერთდროულად) და ფსიქოლოგიური ფაქტორები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც რეალურად ეხმარება მშობელს გასცეს პასუხი მისი შვილის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას და მიიღოს სათანადო სერვისი.

მშობელი არის ყველაზე კარგი მოკავშირე პედაგოგისათვის ბავშვის განვითარების პროცესში. შესაბამისად, ნორვეგიის განათლების სამინიტროს დახმარებით, საქართველოში იმყოფებიან ექსპერტები ნორვეგიიდან (მათ შორის არის თავად ყრუ ბავშვის მშობელი), რათა გაუზიარონ ქართველ მშობლებს თავიანთი გამოცდილება. სასიხარულოა, რომ შეხვედრა რეგიონშიც გაიმართება და 60-ზე მეტი მშობელი შეძლებს ჩაერთოს აქტიურ დისკუსიაში.

სამინისტროს აღნიშნული ახალი ინიციატივის ფარგლებში, ამაღლდება მშობელთა ცნობიერება სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლების საკითხებზე და სისტემურ დონეზე საფუძველი ჩაეყრება მშობელთა გაძლიერების პროგრამას, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და უახლესი კვლევების შედეგებს. 

მშობელთა გაძლიერების პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებული იქნება მშობლებისათვის ჟესტური ენის სწავლება და თანმიმდევრული მეთოდოლოგია, რომელიც აცნობს მათ ბავშვის განვითარების თავისებურებებს, სმენის დარღვევასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ბარიერებს, შესაძლებლობებს, რომელიც აქვთ მათ შვილებს სწორი განათლებისა და რეაბილიტაციის პირობებში. განსაკუთრებული ყურაღება მახვილდება თითოეული ინდივიდის საჭიროებით გამოწვეული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე.

აღნიშნული პროგრამის პილოტირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით და ნორვეგიის მთავრობით მხარდაჭერით 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყებს.

 

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930