საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

14 სექტემბერი, 2015

მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს პროფესიას. მიღება განხორციელდება 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია 5 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. მათ შორის 100-მდე მსურველი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირია.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ქობულეთის პროფესიულ კოლეჯშიც „ახალი ტალღა“. კოლეჯი რეაბილიტირებულია და უახლესი აპარატურითა და ტექნიკითაა აღიჭურვილი. სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი. პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სპეციალობები აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარეა შერჩეული შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო, ეკო, და ა.შ. ტუროპერატორი), ბარმენი და სხვა.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა

მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031