სიახლეები

სმენის დარღვევის მქონე პირთა ხელშეწყობის პროექტი იწყება

9 სექტემბერი, 2015

2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება განსაზღვრა.

განათლების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან საკითხს, შვილების განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობა წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2015 წლის 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროდან დელეგაცია სტუმრობს, დელეგაციის წევრები სამუშაო შეხვედრებს მართავენ სმენის დარღვევის მქონე პირთა მშობლებთან, რათა მოხდეს მათი მეტად ინფორმირება სმენის დარღვევასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შესახებ.

პროცესში 60-ზე მეტი მშობელია ჩართული. შეხვედრები იმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სპეციალიზებული პროფილის და საჯარო სკოლების (სადაც ფუნქციონირებს სმენის დარღვევის მქონე პირთა ინტეგრირებული კლასი) ადმინისტრაციასთან.

შეხვედრების შედეგად ამაღლდება მშობელთა ცნობიერება სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლების საკითხებზე და სისტემურ დონეზე საფუძველი ჩაეყრება მშობელთა გაძლიერების პროგრამას, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და უახლესი კვლევების შედეგებს.

მშობელთა გაძლიერების პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია მშობლებისათვის ჟესტური ენის სწავლება და თანმიმდევრული მეთოდოლოგია, რომელიც აცნობს მათ ბავშვის განვითარების თავისებურებებს, სმენის დარღვევასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ბარიერებს, შესაძლებლობებს, რომელიც აქვთ მათ შვილებს სწორი განათლებისა და რეაბილიტაციის პირობებში. განსაკუთრებული ყურაღება მახვილდება თითოეული ინდივიდის საჭიროებით გამოწვეული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე. 
აღნიშნული პროგრამის პილოტირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყებს

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930