სიახლეები

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი გაიხსნა

27 აგვისტო, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ცენტრი საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სპორტისა და ახალგაზრდობს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნეს. თბილისს კიდევ ერთი ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსი შეემატა, რომელიც განსაკუთრებულია იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისთვის არის განკუთვნილი, რაც უნიკალური მოვლენაა არა-მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ, მთლიანად რეგიონის მასშტაბითაც.

კომპლექსი მულტიფუნქციურია და ყველა საშუალებას იძლევა, პარასპორტსმენები და მათი მწვრთნელები სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოემზადონ, ასევე გაიარონ სარეაბილიტაციო და ფიზიოთერაპიის კურსები.

კომპლექსში ყველა პირობაა უმასპინძლოს პარასპორტულ ტურნირებს, არამარტო თბილისისა და საქართველოს მასშტაბით, არამედ მიიღოს უცხოელი პარასპორტსმენები და საერთაშორისო ტურნირები გამართოს სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შშმ და სსსმ მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათ კეთილღეობაზე ზრუნვაა. შესაბამისად, სამინისტრო მიესალმება პარასპორტის განვითარების ცენტრის გახსნას და იმედს იტოვებს, რომ აქ არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღიზრდება.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930