სიახლეები

მემორანდუმი ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად

7 ივლისი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა. 
დოკუმენტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადო შენობა-ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნებისთვის ისეთი ნაგებობების გამოყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი შენობა-ნაგებობების არარსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნისთვის უნდა გამოიყოს ისეთი ნაგებობა, რომლის ადაპტირებასაც გადამცემი ორგანო კენჭისყრის დღისთვის უზრუნველყოფს (საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 58-ე მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნა).

მემორანდუმზე ხელისმოწერით, მხარეები შეთანხმდნენ შეასრულონ 2014-2016 წლის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გაწერილი ნორმები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ. ამ შეთანხმებით, ისინი ასევე ასრულებენ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-9 მუხლის (მისაწვდომობა) და 29-ე მუხლის (პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა) მოთხოვნებს.

 
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78
9
10111213
14151617181920
21222324252627
282930