აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგურმა საჯარო სკოლების დირექტორებთან ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული რეგულაციები და სიახლეები განიხილა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მექანიზმები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის შესახებ; მოსწავლის შეფასება და საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა; სპეციალური პედაგოგისა და ფსიქოლოგის შტატის დაშვება სკოლებში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების რეალიზებისთვის; რესურს ოთახების აღჭურვის მნიშვნელობა; სპეციფიური სასწავლო სტრატეგიების და მეთოდების შერჩევა საგნების მასწავლებლების მიერ; ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენისა დაგ ანხორციელების მნიშვნელობა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა.
ინკლუზიურ განათლებაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სკოლის დირექტორებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
![]() |
მაისი 2026 | ![]() |
||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |