საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ

3 აპრილი, 2015

თბილისის 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანიამ „ინგლისური წიგნი საქართველოში“ საჩუქრები გადასცა. სკოლაში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმ ქონე მოზარდები სწავლობენ, ყველა მათგანს გადაეცა: ინგლისური ენის სახელმძღვანელო “English World”-ის პერსონაჟი, ბერტი ბოტკინი, საწერი კალამი, საწერი რვეული და სხვა და სხვა სახის თვალსაჩინოება (პოსტერები, ფლეშ ქარდები და სხვა).

მსგავსი პროექტის განხორციელება არიქნებაე რთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველოში“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს ინკლუზიური კუთხით მომუშავე ინგლისური ენის პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით. 

ორგანიზაციის „ინგლისური წიგნი საქართველოში“ საგანმანათლებლო მიზნებია ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობა და მასწავლებლებისა და მოსწავლეების უზრუნველყოფა მრავალფეროვანი, თანამედროვე რესურსებით. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საჯარო და კერძო სკოლებთან, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან და შეღავათიანი პირობებით უზრუნველყოფს მათ სასწავლო რესურსებით.

კომპანია თავისი მიზნების განხორციელებას ახერხებს იმ ექსკლუზიური უფლებით, რომელიც მიანიჭა მსოფლიოს უმსხვილესმა გამომცემლობებმა: Macmillan Education, Pearson Education, Oxford University Press, Cambridge University Press.

 
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031