სიახლეები

ამერიკის დახმარება სპეციალიზირებულ სკოლას

15 აპრილი, 2015

სმენა დაქვეითებული და სმენის არ მქონე მოსწავლეთა 203-ესკოლა-პანსიონისთვის განხორციელებული პროექტის დასრულების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული პროექტი ეხმაურება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას სათანადო პირობები შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, კერძოდ კი, ხელ სუწყობს განათლების სამინისტროს 2014 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტის განხორციელებას – სმენა დაქვეითებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პირობების გაუმჯობესებას.

აღნიშნული პროექტი მოიცავს სკოლისთვის სპეციალური ზარების (“ციმციმების”) დამონტაჟებას, რაც ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია შენობის ადაპტირებისთვის სმენა დაქვეითებული და სმენის არმქონე მოსწავლეებისთვის.

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ დააფინანსა სკოლისთვის 28, 000 აშშ დოლარის ღირებულების ოთხასამდე ერთეული ავეჯისა და სასწავლო ინვენტარის, აგრეთვე ორი მიკრო-ავტობუსის გადაცემაც, რომელთა ღირებულებაც (ორივე ერთად) 49,000 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტები, რომელიც განხორციელდა ა.შ.შ. საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ, ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას 163 სმენა დაქვეითებული ბავშვისთვის და მუშაობას გაუადვილებს სკოლის 127 პერსონალს. 

რაც შეეხება მომავალ პროექტებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას იწყებს ჟესტური ენის სტანდარტსა და სპეციალურ პროგრამებზე, რომელიც სმენა დაქვეითებულ და სმენის არ მქონე მოსწავლეებს სწავლას გაუადვილებს. შესაბამისად, იგეგმება პირველი საფეხურის ჟესტური ენის სახელმძღვანელოს დონეების მიხედვით შექმნა. ასევე იგეგმება სტანდარტში სასკოლო მზაობის კლასის გათვალისწინება.

 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930