სიახლეები

თამარ სანიკიძე ნორვეგიის წარმომადგენლებს შეხვდა

20 აპრილი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ნორვეგიი განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილესთან და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და აზრებაიჯანში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ქართული მხარის მიერი ნკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა.

ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2006 წლიდან თანამშრომლობს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიურ განათლებას საჯარო სკოლებში, 2013 წლიდან კი, ინკლუზიური განათლება ინერგება პროფესიული განათლების სისტემაში.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესი, მიღწევები და გამოწვევები. 

2013 წლის შემოდგომის მიღებიდან დღემდე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 252 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი ჩაირიცხა. აქედან, 2015 წლისსაგაზაფხულომიღებაზემოხდა 43 სტუდენტისმიღება. ჩარიცხული ბენეფიციარები გასხვავდებიან დარღვევების მიხედვით: ინტელექტუალური დარღვევით, ყრუ და მხედველობის დარღვევით დაფიზიკური დარღვევით. დღეისათვის სტუდენტები სწავლობენ მიმდინარე 37 პროფესიულ პროგრამაზე, 17 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

საკანონდებლო პლათფორმის დონეზე მომზადდა პროფესიული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. აღნიშნული ცვლილებები, საშუალებას იძლევა დოკუმენტი იყოს შესაბამისობაში გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების პროცესის სრულფასოვან რეგულირებას.

სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხულ ყველა ყრუ სტუდენტსე მსახურება ჟესტური ენის თარჯიმანი, უსინათლო სტუდენტებისათვის გამოყოფილია მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტებს ემსახურებათ პირადი ასისტენტი, რომელიც ასევე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. პროცესში ჩართულია 20 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, რომელიც სასწავლო პროცესში პედაგოგებს დახმარებას უწევს ინდივიდუალური მიდგომების განხორცილებაში. მხედველობა დაქვეითებულ სტუდენტებს გადაეცათ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მათ მასალის წაკითხვაში ეხმარებათ.

ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესის შინაარსობრივი მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპინური გუნდის 5 წევრის მიერ, რომელიც კონკრეტულად ემსახურება ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.

პირველად განათლების სისტემაში მომზადდა 5 პროფესიული სასწავლებლის ადაპტაციის საპროექტო წინადადება, რომელიც ეფუძნება უნივერსალური დიზაინი სპრინციპებს. ნორვეგიელი სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გადამზადდნენ აღნიშნული მიმართულებით.

საქართველოს განათლების სამინიტროს ინიციატივით მიმდინარეობს აქტიური შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან და კოლეგა სამინისტროებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისათვის. ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია აღნიშნულ საკითხზე, სადაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთადასაქმების სხვა და სხვა სერვისების პილოტირების პროექტს, რომლის განხორცილებაც მიმდინარე წელს მოხდება.

გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო მომავალი თანამშრომლობის გეგმები, ძირითად პრიორიტეტებად განისაზღვრა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების საკითხები.

 

 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930