სიახლეები

სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის გეგმა

4 თებერვალი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც სამოქმედო გეგმა განიხილეს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის ჩარჩოს შესაქმნელად.  

სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების კატეგორიას განეკუთვნებიან:

• ბავშვები მცირე საოჯახო სახლებიდან;

• რეინტეგრირებული ბავშვები (ოჯახებში დაბრუნებული ბავშვები);

• ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები;

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;

• ბავშვები, რომლებმაც სხვა და სხვა მიზეზის გამო მიატოვეს სკოლა;

• ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები, განსაკუთრებით კომპაქტურად ჩასახლებულ რეგიონებში;

• სოციალურად დაუცველი ბავშვები;

• მინდობითაღზრდაშიმყოფიბავშვები;

• ბავშვები რომლებიც არიან რეგისტრირებული და არ დადიან სკოლაში;

• ბავშვები, რომლებიც ირიცხებიან სკოლაში, მაგრამ დგანან სკოლის მიტოვების საშიშროების წინაშე.

• ბავშვები დახურული ტიპის დაწესებულებებში (მათ შორის სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში, საპატრიარქოსთან არსებული ბავშვთა სახლებში);

• ,,უხილავი“ ბავშვები ანუ დაბადების მოწმობის არმქონე ბავშვები, რომელთაც ვერ ხედავს სახელმწიფო სისტემა.

შეხვედრაზე განხილვის საგანი სწორედ ის პრობლემები და ბარიერები იყო, რომელიც სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირებისთვის სახელწიფო სისტემური მიდგომის, ინსტიტუციური მოწყობისა და მონიტორინგის მექანიზმების შესაქმნელად არსებობს. ამ პრობლემების მიმართ სისტემური მიდგომა და მათი გადაჭრა საბოლოოდ, განაპირობებს ზემოაღნიშნული კატეგორიის მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციას და მათი ზოგადი განათლებით უზუნველყოფას.სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლებისა დამ ეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღოდა და მასში საერთაშორისო ორგანიცაზიების, სხვა და სხვა სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930