სიახლეები

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი, 2015

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისადამეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს ეწვია და მათთან ერთად, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 21 მარტი ­ 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვა და სხვა ღონისძიება იმართება. მესამე წელია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოდ ჭრელი წინდის ტრადიცია დამკვიდრდა, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. აქციას შეუერთდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მათ ბავშვებთან ერთად გამოძერწეს და მოხატეს სიმბოლოები, შემდეგ კი, მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ ზეიმში მიიღეს მონაწილეობა. 

198-ე საჯარო სკოლაში 161 მოსწავლე სწავლობს, მათგან 10% სოციალურად დაუცველია, დანარჩენი 90% კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. მათშორისაა დაუნისსინდრომის მქონე მოზარდები. სკოლის მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარჩვევები მისცეს. აქედან გამომდინარე, სკოლის მულტიდისციპლინარულ გუნდს შემუშავებული აქვს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა-სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშ თერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია, ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი. მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვა და სხვა საინტერესო პროექტებში. აქტიურად ეუფლებიან შრომით უნარ-ჩვევებს.

მაისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
31