საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტისა და ლიცენზირების წესთან დაკავშირებით სხვა და სხვა სახელწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო განათლების სისტემაში შემავალი სკოლა-პანსიონების სააღმზრდელო ნაწილის ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის საორიენტაციო ჩარჩოსა და პანსიონური მომსახურების ლიცენზიის გაცემის წესის ძირითადი საკითხების შეთანხმება, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #66 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესახებ“ არვრცელდება განათლების სისტემაში არსებულ სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზირებულ დაწესებულებებზე. მხარეები შეთანხმდნენ უწყებათა შორის თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი ჩარჩოს შენარჩუნება და ზრუნვის სტანდარტი სპეციფიკის გათვალისწინებით გავრცელდეს ყველა სკოლა-პანსიონზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ლია გიგაური, გიორგი შარვაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისდასოციალურიდაცვისმინისტისმოადგილეზაზასოფრომაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი, სახალხო დამცველის აპარატის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები.
![]() |
მარტი 2026 | ![]() |
||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||