სიახლეები

ერთი განსაკუთრებული დღე სამტრედიის მე-15 სკოლა-პანსიონში

17 თებერვალი, 2015

ქალაქ სამტრედიის მე-15 სკოლა-პანსიონი სპეციალურ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამას ახორციელებს ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე არასრულწლოვან მოსწავლეებისთვის.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამისა“ დაკავშირი ,,ბერილუს“-ის თანამშრომლობით, სამტრედიის მე-15 სკოლა-პანსიონში თეატრალური კლუბი ამოქმედდა, სადაც ამ სკოლის აღსაზრდელებისა და სენაკის პირველი საჯარო სკოლის თანატოლების მიერ, სპექტაკლი მომზადდა სახელწოდებით ,,შეცვალე სამყარო“ . პროექტი მიზნად ისახავდა მე-15 სკოლა-პანსიონში მყოფი მოზარდების თვითრეალიზაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას. აღსანიშნია, რომ შეთავაზებული საქმიანობა, მოზარდებს საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას ემსახურება, რომლის დროსაც, თეატრალური უნარების დახვეწასთან ერთად, ხდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენის განმტკიცება, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების დახვეწა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. სპექტაკლი ,,შეცვალე სამყარო“ მოზარდებმა საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს, მათშორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს. სპექტაკლმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა. შესაბამისად, გადაწყდა, რომ მომავალში მისი ჩვენება ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“ და კავშირი ,,ბერილუს“-ის თანამშრომლობით მოწყობილ თეატრალურ ფესტივალზე მოხდება

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031