საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

თამარ სანიკიძემ მე-200 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს უმასპინძლა

3 იანვარი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მე-200 სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ეწვივნენ. მე-200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 110 მოსწავლე სწავლობს საქართველოს ყველაკ უთხიდან, მათგან 85 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. არიან მოსწავლეები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სკოლა-პანსიონში ცხოვრობენ და არდადეგების დღეებსაც აქ ატარებენ. თამარ სანიკიძემ სწორედ ამ მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.განათლების სამინისტროს და კონკრეტულად, პრესცენტრის დათვალიერება მოსწავლეების სურვილი იყო, მათ ეს სურვილიმ ინისტრს თავიანთ სკოლაში ერთ-ერთი სტუმრობისას გაანდეს. დაპირებისამებრ, თამარ სანიკიძემ თავად უმასპინძლა მოსწავლეებს და შენობა და ის გარემო დაათვალიერებინა, სადაცპ რესცენტრია განთავსებული. ბავშვები გაეცნენ როგორ ხდება ვიდეო გადაღება და მონტაჟი, როგორ მუშაობს ჟურნალისტი, მათ თავადაც სცადეს ფოტო და ტელეკამერის გამოყენება და სამახსოვრო კადრები გადაიღეს. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ნაძვისხესთან ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და თოვლის ბაბუასაგან საახალწლო საჩუქრებიც მიიღეს.თამარ სანიკიძის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ამ მოსწავლეებთან შეხვედრა, მათი სურვილის შესრულება, ვინაიდან ისინი სხვებზე მეტად საჭიროებენ ზრუნვას, დახმარებას და ელემენტალურ ყურადღებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულმ იმართულებას ინკლუზიური განათლების განვითარება წარმოადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არა ერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის პროექტები, რომელიც ამ მოზარდების სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართავას, მათი საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფას და სოციუმში მათ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

ნოემბერი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223
24
2526
27282930