სიახლეები

განათლების სამინისტრო ჟესტური ენის განვითარებისათვის

15 იანვარი, 2015

 

2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“. აღნიშნული ინიციატივის მიზანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სასწავლო პროცესის მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად წარმართვა.ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული აკადემიური ჟესტური ენის განვითარება. ამ პროცესში განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ყრუთა კავშირთან. სმენის დარღვევის მქონე სტუდენტთათვის ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველყოფისთვის, აუცილებლად განისაზღვრა ქართული ჟესტური ენის განვითარების ხელშეწყობა - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებასთან დაკავშირებული ქართული ჟესტების იდენტიფიცირება, რეგისტრირება და პოტენციურ მომხმარებელთა შორის გავრცელება. ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა სპეციალური ინტერნეტ გვერდი - ქართული „SignWiki“. ვებ-გვერდზე მოხდა ჟესტური ენით მოსარგებლე ყრუ პირების მიერ შეგროვებული და ვიდეო ფირზე აღბეჭდილი 450-მდე ჟესტის განთავსება პირველ ეტაპზე განსაზღვრული ხუთი პროფესიული პროგრამისთვის. ინიციატივის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები იმართება, სადაც სამიზნე ჯგუფები დეტალურად ეცნობიან აკადემიური ჟესტური ენის განვითარების მიმდინარე პროცესებს. დღეს შეხვედრა გაიმართა განათლების სამინისტროსა და საქართველოს ყრუთა კავშირისა და ყრუთა თემის წარმომადგენლებთან დაჟესტური ენის თარჯიმნებთან. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება სხვა და სხვა დაინტერესებულ და სამიზნე ჯგუფებთან.

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031