სიახლეები

ინტეგრირებული კლასების ეფექტურობა იზრდება

28 იანვარი, 2015

2013-2014 სასწავლო წელს საჯარო სკოლის სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონ ემოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები გაიხსნა. კლასები აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებულ კლასში მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს. 2014 წელს ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ინტეგრირებული კლასების მოსწავლეების ჩართვა სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურ სასკოლო აქტივობებში, ძალზე ეფექტურია. შესაბამისად, 2015 წელს სამინისტრომ გაზარდა ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტი და ამმ იმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე, სსსმ მოსწავლეებისთვის უნარების განმავითარებელი დამატებითი სერვისის გაძლიერების მიზნით, საჯარო სკოლებში შექმნილი ნტეგრირებულ კლასებს პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ, ხოლო, სმენა დაქვეითებულ მოსწავლეთა სკოლა-პანსიონებში ნტერაქტიული დაფები (Smart Board).დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებთან მივიდა, მათთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა და პირადად გაეცნო როგორ იყენებენ ეს მოსწავლეები პლანშეტურ კომპიუტერებში არსებულ განმავითარებელ პროგრამებს სასწავლო პროცესში.პლანშეტურ კომპიუტერებში ჩატვირთულია სპეციალური პროგრამები, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განივითარონ სხვა და სხვა უნარი, უფრო აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და შეძლონ მაქსიმალურად გამოავლინონ შესაძლებლობები.ინტეგრირებული კლასების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ საჯარო სკოლაში გახსნას ინტეგრირებული კლასი.როგორც ცნობილია, 2014 წელს საქართველო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ კონვენციას შეუერთდა. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ყველა აქტიობა, კონვენციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების სისრულეში მოყვანას ემსახურება.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930