სიახლეები

ახალი პროექტი შშმ პირთათვის

3 დეკემბერი, 2014

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღეს 3 დეკემბერს, ამიერიკა კავკასიაში ერთად ერთ სოციალურ კაფეში „რეას ციყვები“, სადაც მენტალური განვითარების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან დასაქმებულნი, პროექტის „რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაციის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. ამავე დღესევე გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის და თანადგომის მემორანდუმი და მოხდა კლუბ „ტრირეას“ წარდგენა.ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს, რომელშიც შეზღუდულიშ ესაძლებლობების მქონე პირები ეთნო მუსისკის თეატრ „მთიების“ წარმომადგენლებთან და ბავშვთა ფოლკლორულ სტუდია „ამერ–იმერთან“ ერთად მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იქნა ასევე შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვაც. მედია პალიტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი „რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია“ ერთი წლის მანძილზე განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაიწყება ფოტოგადაღება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, თსსუ–ისსტუდენტები, მედია პალიტრის ჟურნალისტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირები. ერთიწლის შემდეგ ფოტოპროექტი დასრულდება გამოფენით.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930