სიახლეები

სსსმ მოსწავლეების მონაწილეობით თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვე პროგრამისა“ და კავშირი ,,ბერილუს“-ის თანამშრომლობით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, კავშირი ,,ბერილუს“-ის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვე პროგრამაში“ ჩართული საჯარო სკოლის მოსწავლეები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდები, ქვეპროგრამის სასკოლო კოორდინატორები, დირექტორები, სფეროში მომუშავე სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალის მიზანია ერთ თემში მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (მათ შორის ლინგვისტური პრობლემების) მქონე მოზარდებისა და საჯარო სკოლების თანატოლების თანამშრომლობით მომზადებული სპექტაკლების ჩვენება. ფესტივალის ფარგლებში საჯარო სკოლის თანატოლებთან თანამშრომლობით მომზადებულია 5 სპექტაკლი. ღონისძიებაზე ერთ სპექტაკლს წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკიდან მოწვეული სხვა და სხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდები სჯგუფი.მაყურებელს ასევე საშუალება ექნება იხილოს ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და. ახალციხის N2 საჯარო სკოლის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მესხი მოზარდების თანამშრომლობით მომზადებული სპექტაკლი: ,,უბილეთო მგზავრი“. აღსანიშნია, რომ ახალციხეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მოზარდები სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, სპექტაკლის მომზადებამდე, ნაკლებად მეგობრობდნენა დგილობრივ თანატოლებთან. სპექტაკლის მომზადების პროცესი ემსახურებოდა მესხი მოზარდების თანატოლებთან სოციალიზაციას და სახელმწიფო ენის ცოდნის მოტივაციის ამაღლებას.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930