სიახლეები

ოქტომბერი დაუნის სინდრომის ცნობადობის გაზრდის თვეა

31 ოქტომბერი, 2014

დღეს, ეროვნულ გალერეაში, კავშირი “ჩვენი ბავშვებისა” და ეროვნული გალერეის ერთობლივი პროექტის ერთობლივი ღონისძიება “გამიცანი” გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სხვა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან დაპ როფესიონალ მხატვრებთან ერთად ერთობლივი ნახატები დახატეს. ოქტომბრის თვე, მსოფლიოში დამკვიდრებულია დაუნის სინდრომის ცნობადობის გაზრდის თვედ. ჩვენი ღონისძიება კი ამ ტრადიციის საქართველოში დამკვიდრებას ემსახურება.შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება 3 დეკემბერს, ეროვნულ გალერეაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.ღონისძიების და ნახატების ამსახველი ფოტო–მასალით იგეგმება 2015 წლის კალენდრის შექმნა, რომელიც სამთავრობო და არასამვრობო ორგანიზაციებს გადაეცემათ უსასყიდლოდ.პროექტი “გამიცანი” შეიქმნა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ცნობადობის გაზრდისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. კავშირის „ჩვენი ბავშვები“ ეგიდით, ცხრა წლის განმალობაში არაერთი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულფასოვანი ცხოვრების ხელშესაწყობად.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930