სიახლეები

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა სკოლებსა და პროფ-სასწავლებლებში

11 სექტემბერი, 2014

თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს გენერალურ დირექტორს კარიბრუსტადს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა ორქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო აქტივობები. ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2006 წლიდან თანამშრომლობს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ამავე წლიდან, ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიურ განათლებას საჯარო სკოლებში. 2013 წლიდან ინკლუზიური განათლება ინერგება საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების სისტემაში. ინკლუზიური პროფესიული განათლების გაძლიერებით, სამინისტრო ეხმიანება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, რომელიც საქართველოს პარლამენტი სმიერ 2013 წლის დეკემბერში რატიფიცირდა. ბოლო წლებში ზოგადი განათლების საფეხურზე მიღწეული შედეგები : გაიზარდა სკოლებში სსსმ პირთა რაოდენობა;არსებობს და გაფართოებული შემადგენლობით მუშაობს მულტი დისციპლინური გუნდი;დაინერგა სსსმ პირთა შეფასების ინსტრუმენტები:სკოლებში დასაქმდნენ სპეც მასწავლებლები;გაიზარდა ინტეგრირებული კლასების რაოდენობა;დაინერგა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.პროფესიულ განათლებაში განხორციელებულია აქტივობები:განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები სსსმ და შშმ პირთა განათლების ხელშეწყობი სმიზნით;დაიხვეწა სსსმ და შშმ პირთა ჩარიცხვის მექანიზმი - 11 პროფესიულ სასწავლებელში 92 სსსმ და შშმ პირი უფასოდ ეუფლება პროფესიას;პროფ საწავლებლების 250 პედაგოგმასპეციალურიგადამზადებაგაიარა; 2014 წლისდეკემბრამდე, უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, 5 პროფესიული სასწავლებლის ადაპტირების პროექტები შეიქმნება; 7 პროფესიულ სასწავლებელში 2016 წლისთვის განხორციელდება სსსმ და შშმ პირებისათვის ფიზიკური გარემოს მოწყობა და სრული ადაპტირება;სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს ახორციელებ სსსსმ და შშმ პირთა დასაქმების მიზნით; 2015 წელს იგეგმება მეწარმეობის პროექტების დაფინანსება სკოლისა და პროფესიულ საფეხურზე.

 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930