სიახლეები

ინკლუზიური განათლების განვითარების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

2 სექტემბერი, 2014

ოგანიზაციამ Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები) ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გაწეული სამუშაოების ანგარიში სპრეზენტაციები წარმოადგინა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.პრეზენტაციას მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის: შვედეთი, დანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ. ოფისების დირექტორები გაეცნენ. ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს თუ რა ღონისძიებები გაატარა Save the Children- საქართველოს ოფისმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად. აღნიშნული შეხვედრა და განხორციელებული პროექტების შეჯამება, ხელს შეუწყობს სამინისტროსა და ორგანიზაციას Save the Children შორის თანამაშრომლობის გაგრძელებას და სამომავლო გეგმების განსაზღვრას.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულება სინკლუზიური განათლების განვითარება წარმოადგენს. სისტემა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში, ასევე სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო სკოლებში. აღსანიშნავია ორგანიისაცია „Save the Children“ როლი ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში. ორგანიზაციის საქმიანობამ ხელი შეუწყო ახალი პროექტების ინიცირებას.  2014 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ კონვენციის რატიფიცირება, რამაც კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა სისტემას კერძოდ:კონვენციის რატიფიცირებით და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედ გეგმით“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პასუხისმგებლობა აიღო ინკლუზიური განათლების განვითარებაზე;ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2013 წლის ოქტომბრის თვიდან სამინისტრომ შეიმუშავა დაფინანსების ახალი მოდელი, რაც გულისხმობს სკოლებში სპეციალური მასწავლებლის/ფსიქოლოგის არსებობას, ასევე მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფას.  2013 წლიდან დაიწყო უსინათლო მოსწავლეებისთვის ბრაილის შრიფტით სახელმძღვანელოების დაბეჭდვა;ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში განათლების სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დაიწყო სერვისების განვითარება, მათშორის სმენადაქვეითებული და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასების უზრუნველყოფა.შეიქმნა სპეციალური მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა ილიას უნივერსიტეტში. გრძელდება მუშაობა ქართული ჟესტის განვითარებაზე; სმენის არმქონე და უსინათლო მოსწავლეების სწავლების სტრატეგიებზე;ასევე გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსების შექმნაზე სმენის არმქონე და ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეებისთის;ორგანიზაცია „Save the Children“ მხარდაჭერით 2014 წლის მაისიდან ხორციელდება პროექტი „კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით სპეციალური სკოლის მოსწავლეებისათვის“;მიმდინარეობს საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს ადაპტირება.

 
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031