სიახლეები

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

3 ივლისი, 2014

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა გაიმართა. საზაფხულო სკოლის თემა იყო საკლასო დაკვირვების სტრატეგიები და სუპერვიზია.საზაფხულო სკოლას უძღვებოდნენ მოწვეული ლექტორები, პროფესორი მეი ბრიტპოსტჰოლმი (ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი) და ასოცირებული პროფესორი ტორ ბიორნლუნდი (ტრომ სოსდა ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტები).სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულმა სპეციალისტებმა, ფსიქოლოგებმა, სპეციალური განათლების პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებმა, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებმა, სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ასისტენტებმა, მასწავლებელებმა, აღნიშნული პროფესიების შესაბამისი მაგისტრატურის სტუდენტებმა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილულიი ქნება შემდეგი თემები:სასწავლო პრაქტიკის ეფექტურად განხორციელების სტრატეგიები;აქტიური სწავლის, დაკვირვებისა და ინტერვიუს გამოყენების სტრატეგიები მოსწავლეთა/სტუდენტთა ხარისხიანი სწავლებისთვის;მოსწავლეებსა დამ ასწავლებელთა შორის კონსულტირების დიალოგის მნიშვნელობა და მასწავლებელთა მხრიდან კონსულტირების ფორმები. კურსის შედეგად, სასწავლო პროცესში ჩართულმა სპეციალისტებმა გაიღრმავეს საკლასო დაკვირვების, აქტიური სწავლებისა დაკონსულტირებისთვის საჭირო უნარჩვევები. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 
ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
23
4
5678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031