სიახლეები

ინკლუზიური პროფესიული განათლება დასაქმებისათვის

8 ივნისი, 2014

ინკლუზიური პროფესიული განათლების ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა დაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრის საკითხი, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, არსამთავრობო ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფოს აკოორდინაციო საბჭოს წევრები და დამსაქმებლები ესწრებოდნენ. შეხვედრისას განხილული იქნა სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრომ დამსწრესაზოგადოებას 2014 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები და ინიციატივები გააცნო, რომელიც მათი დასაქმების პრეცენდენტის შექმნას შეუწყობს ხელს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა სსსმ პირთა დასაქმების მოდელების შესახებ. აღნიშნული მოდელები და რეკომენდაციები შემუშავებულია ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრისას გამოიკვეთა სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მიმართულებით შემდეგი საჭიროებები: - უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება; - ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება სსსმ პირთადასაქმების პოლიტიკის განსაზღვრისათვის; - დამსაქმებელთა მოტივაციის მექანიზმების შექმნა და დანერგვა. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა სამუშაო ჯგუფების შემქნის საკითხი, რომელშიც ჩართული იქნებიან თავად სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონეპირები, დამსაქმებლები და სამინისტროს წარმომადგენლები. შედეგად განისაზღვრება ერთიანი პოლიტიკა შშმ პირთა დასაქმების მიმართულებით.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930