სიახლეები

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა

1 ივნისი, 2014

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გალერეაში "შარდენი" სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები, ფოტოები, ხელნაკეთი ნივთები და სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით შექმნილი რესურსები - ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი სახელმძღვანელოები, ანბანი, მასწავლებლბის გზამკვლევები, წიგნები ქართული ენასა და მათემატიკაში სმენა დაქვეითებული მოსწავლეებისთვის და ჟესტური ენის სახელმძღვანელო. ასევე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უსინათლო ბავშვებისთვის. საქართველოს განათლების ადამეცნიერების სამინისტრო აღიარებს, რომ განათლების მიღება ყველაა დამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მიზნად ისახავს ყველა ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროება მაქსიმალურად იყოს ასახული განათლების ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვასა დაგანხორციელებაში.ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ არა ერთი ძირეული სიახლე დანერგა. ამჟამად,ორ სკოლაში გახსნილია ინტეგრირებული კლასები, რაც გულისხმობს საჯარო სკოლის სივრცეში სპეც-კლასის არსებობას. ამასთან, შეიქმნა დაფინანსების ახალი სისტემა, რაც გულისხმობს საჯარო სკოლებში სპეც მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების არსებობას. 2013 წელს პირველად დაიბეჭდა უსინათლო სკოლის მოსწავლეებისთვის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და გაკეთდა პირველ კლასელთათვის ქართული ენის ანბანი. იგეგმება კიდევ ორი ინტეგრირებული კლასის გახსნა, მულტიდისციპლინური გუნდის გაზრდა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება.

 
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 1
2
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930