საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

პროფესიული განათლების ფესტივალში სსსმ პირებიც მონაწილეობენ

8 აპრილი, 2014

 

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლების სისტემაში 2013 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული განათლების უზრუნველყოფას შემდგომი დასაქმებისათვის. საშემოდგომო მიღებისას პროფესიულ საწვალებლებში 51 სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირი ჩაირიცხა. მრავალფეროვანია საგანმანთლებლო პროგრამები, რომელსაც ისინი ეუფლებიან: მზარეული, ინფორმაციული ტექნოლოგი, ფოტოგრაფი, მეფილე-მომპირკეთებელი დასხვა. საგულისხმოა, რომ პროფესიულ სასწავლებლებში ჩართული სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებისა დაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აქტიურად არიან ჩართული სოციალურ აქტივობებში. წელს პროფესიული განათლების ფესტივალის გახსნაში მონაწილოება მიიღო ორმა სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირმა, რომელებმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროფესიული განათლების პროცესში მიღებული გამოცდილება და გაამახვილეს ყურადღება პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე შემდგომი დასაქმებისათვის. მოუწოდეს ყველა დაინტერესებულ პირს აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია და გახდნე ნუფრო რეალიზებულნი.პროფესიული განათლების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონკურსი პროფესიულ სასწავლებლებს შორის, რომელშიც ასევე ჩართულები იყვნენ საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირები და წარმოადგენდნენ თავიანთ პროფესიულ სასწავლებლებს.

 
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031