საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

თამარ სანიკიძემ აუტიზმის მქონე მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა

2 აპრილი, 2014

2 აპრილია უტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამდღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისის 166-ესაჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეები მოინახულა და მათ საჩუქრები გადასცა. 2013 წელს თბილისის 166-ესაჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასი გაიხსნა, სადაც 10-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი განათლებას განსაკუთრებული მეთოდოლოგიის გამოყენებით იძენს. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მორგებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებული კლასისთვის კონკურსის წესით შეირჩა: პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). ამ კლასში სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს, არის გაკვეთილები, რომელიც ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს არსებული სკოლის მოსწავლეებთან ერთად უტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ინკლუზიური სწავლება განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, სამინისტროს სსსმ მოსწავლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათშორისაა ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობი სპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ინტეგრირებული კლასები ფუნქციონირებს. გარდა ამისა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში, სადაც თუნდაც ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა, სამინისტროს მიერ სპეც მასწავლებელი ინიშნება, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს ამ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან. ასევე, 2013 წელს დაიწყო პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვა, რაც ხელსშეუწყობს სსსმ პირებს დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და დასაქმდნენ.

 
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031