სიახლეები

პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა შეხვედრა ამჯერად საგარეჯოში გამართა

8 მაისი, 2026
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა შეხვედრა ამჯერად საგარეჯოში გამართა.
შეხვედრაზე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის მშობლებმა და განათლების სფეროს სპეციალისტებმა, ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.
მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მასწავლებელთა მხარდაჭერაზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ტრანზიციაზე განათლების საფეხურებს შორის და ინკლუზიური სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობაზე. ასევე ისაუბრეს ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტების პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე.
ბაია კვიციანის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სასკოლო საზოგადოებისგან მიღებული რეკომენდაციები და მოსაზრებები ინკლუზიური განათლების პოლიტიკის შემდგომ განვითარებასა და სერვისების გაუმჯობესებაში აისახოს. მისი თქმით, თითოეული ბავშვის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ასევე მშობელთა მხარდაჭერის მიმართულებით სერვისების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა ფოკუს ჯგუფი, სადაც მონაწილეებმა მოსწავლეთა წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
საგარეჯოში გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაისი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678
9
10
11121314151617
18192021222324
25262728293031