სიახლეები

ბაია კვიციანი ამბროლაურში კოლეჯ „ერქვანსა“ და ჭიათურის N12 საჯარო სკოლას ეწვია.

23 აპრილი, 2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ამბროლაურში კოლეჯ „ერქვანსა“ და ჭიათურის N12 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ინკლუზიური განათლებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მიმართულებით არსებულ სერვისებს გაეცნო.
ბაია კვიციანმა კოლეჯ „ერქვანში“ დაათვალიერა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, შეხვდა კოლეჯის თანამშრომლებს და იმ საჭიროებებს გაეცნო, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროფესიული განათლების საფეხურზე ინკლუზიურობის გაძლიერება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მისი თქმით, აღნიშნული ხელს უწყობს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
ბაია კვიციანი ასევე იმყოფებოდა ჭიათურის N12 საჯარო სკოლაში, სადაც შეხვდა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს, გაეცნო სასწავლო პროცესს და სასკოლო საზოგადოების საჭიროებებს.
ჭიათურის N12 საჯარო სკოლა საქართველოში მოქმედ შვიდ რესურსსკოლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც სენსორული, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვებისთვის განათლების მიწოდებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
910
11
12131415
16171819202122
23242526272829
30