სიახლეები

ბაია კვიციანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს თბილისის სკოლებს ესტუმრა

4 დეკემბერი, 2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს თბილისის N55 და N203 საჯარო სკოლებს ეწვია.

მინისტრის მოადგილემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მოსწავლეთა აქტივობებს გაეცნო.

ბაია კვიციანმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა ფასდაუდებელი შრომისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინკლუზიური განათლების სფეროში მოქმედი პროგრამების გაუმჯობესება და გაფართოება.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლებში მოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და მოსწავლეთა მიერ მიღწეული წარმატების შესახებ პრეზენტაციები.

ბაია კვიციანის თქმით, ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებისთვის, სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის საჭიროებებს შეისწავლის და არაერთ პროექტს განახორციელებს იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გახდეს.

აპრილი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930