სიახლეები

ბაია კვიციანი საქართველოს დისლექსიის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

6 თებერვალი, 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქართველოს დისლექსიის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დისლექსიის მქონე ბავშვების, აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების წინაშე არსებული  სისტემური გამოწვევების განხილვა.

ბაია კვიციანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრომ დაასრულა დისლექსიის გზამკვლევზე მუშაობა, რომელიც სპეციალისტებსა და მშობლებს შესაბამისი საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერაში დაეხმარება. მინისტრის მოადგილის თქმით,  განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დარგობრივ ორგანიზაციებთან და შექმნილია სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო.

შეხვედრის ფარგლებში დისლექსიის ასოციაციის წევრებმა წარმოადგინეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოკლე მიმოხილვა, არსებული პრაქტიკის შეფასება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დისლექსიის მქონე პირები განათლების სხვადასხვა საფეხურზე დგანან. შეხვედრისას მხარეებმა ასევე იმსჯელეს  დისლექსიის მქონე პირებისთვის მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერების მიზნით.

 

ივნისი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930