სიახლეები

ახალი სახელმძღვანელოები სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის

26 თებერვალი, 2014

 

პირველად საქართველოში, ყრუ და სმენა დაქვეითებული მოსწავლეებისათვის ჟესტური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები შეიქმნა, ასევე ამოქმედდა ბილინგვური პროგრამა. დღეს, თამარ სანიკიძე თბილისის სმედაქვეითებულ ბავშვთა 203-ესკოლა-პანსიონს ეწვია და პირდად გაეცნო როგორ მუშაობენ მოსწავლეები ახალი ახელმძღვანელოებით.პირველი შემთხვევაა,როდესაც სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის ისეთი სახლმძღვანელოები შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებთ მათ დაწყებით საფეხურზე ჟესტური ენის ათვისებას, ქართულისა და მათემატიკის პროგრამის დაძლევას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ყრუ და სმენა დაქვეითებული ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების სპეციალური პროგრამა არ არსებობს. მათთან ურთიერთობა ჟესტური ენის არცოდნის გამო გართულებულია, შეფერხებულია ინფორმაციის მიწოდება, სიტყვისმ ნიშვნელობის გაგება. სმენის პრობლემის მქონე ბავშვი პირველ კლასში მოუმზადებელი მიდის, ამიტომ მასთან კომუნიკიცია გაძნელებულია. ახალი სახელმძღვანელოები ადვილად ხსნის ამ პრობლემას. სახელმძღვანელოებში უხვად არის ილუსტრაციები, მინიშნებები, ანალოგიებიდაა.შ. რაც უადვილებს ბავშვებს აღქმას.პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტებმა დონორიორგანიზაციის USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს. 203-ესკოლა-პანსიონში დღეისათვის 174 მოსწავლე ირიცხება. სპეციალური კლასია გახსნილი კოხლიარული იმპლანტის მქონე მოსწავლეებისათვის, დანერგილია ჟესტური ენა და მიმდინარეობს მეტყველების გაკვეთილები.ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოებით სარგებლობს თბილისის 64-ე საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე რამდენი მემოსაწვლეც.2013 წლის 1ოქტომბრიდან 64-ე საჯარო სკოლაში,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სმენა დაქვეითებული მოსწავლეებისათვის, ინტეგრირებული კლასი გაიხსნა. ხმოვანი გარემო მოსწავლეებს ნარჩენი სმენის მეტად განვითარების საშუალებას აძლევს. გარდაამისა, 2013 წელს სამინისტრომ გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის ”სმენის დარღვევის მქონემ ოსწავლეების სწავლება.”გზა მკვლევი პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების სფეროში ჩატარებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს აცნობს. მასწავლებლის გზამკვლევი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას.

 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930