სიახლეები

ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის მოდელის წარდგენის ღონისძიება გაიმართა

23 სექტემბერი, 2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელიც სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში შემუშავდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სამმართველოს შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ახალ მომსახურებებს შესთავაზებს.
 
ვრცელი ინფომაცია იხილეთ ბმულეზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=13158&lang=geo&fbclid=IwAR3AiTnzUNapN6qSZd6rv5pjvNI4TAE9hMa-DjvCy16hNWGmS63n0y-IyHw
ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
23
4
5678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031