სიახლეები

14 ივნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლბების დაცვის საერთაშორისო დღეა.

17 ივნისი, 2020

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა   აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, სადაც პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით ინიციატივებზე, განხორციელებულ აქტივობებსა და შექმნილ რესურსებზე ერთგვარი ანგარიში წარმოადგინა;  შეხვედრას ესწრებოდნენ:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი;  პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ქალბატონი მარიკა ზაქარეიშვილი;  მაია წულაძე - პროგრამის კოორდინატორი „ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა პროფესიული განათლების საფეხურზე“; ქალბატონმა მაიამ ისაუბრა 2020 წლის საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის პროცედურებზე და წარმოადგინა სხვადასხვა რესურსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად;  მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი - ექსპერტი, რომელმაც შეიმუშავა ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის გზამკვლევი ქალბატონ თეონა გავაშელიშვილთან ერთად; რუსუდან ლორთქიფანიძე - ექსპერტი, რომელმაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული პროფესიული ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტი წარმოადგინა. აღნიშნულ გზამკვლევზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს ქალბატონ ნინო რუხაძესთან ერთად;  ლეკუნა ჯაფოშვილი- რომელმაც უზრუნველყო შეხვედრის ჟესტურ ენაზე თარგმნა;  მარიამ დავითულიანი - პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი.  შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო და გრძელდება 10 აგვისტომდე!  გახსოვდეთ, რომ პროფესიული განათლება სრულიად ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის!

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე

https://www.facebook.com/TVETGeorgia/videos/547389445918043

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930