სიახლეები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი მხარდაჭერას უწევს სკოლებს დისტანციური სწავლების პროცესში

23 მაისი, 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი მხარდაჭერას უწევს სკოლებს დისტანციური სწავლების პროცესში

COVID 19-ით გამოწვეული,ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობისგამო საქართველოს განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. დისტანციურ სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზება.

დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდიც, რომელიც შექმნილ ვითარებაში ახორციელებს სკოლების მხარდაჭერას:

  • კოორდინაციას უწევს სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს;
  • გასცემს რეკომენდაციებს სსსმ მოსწავლეების დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით;
  • სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებს ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა და სიახლეების შესახებ;
  • აწარმოებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგს;
  • ისგ-ის მიზნების გათვალისწინებით ეხმარება სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვაში;
  • სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, სპეციალური მასწავლებლების ჩართულობით, ქმნის ჯგუფებს, რომლებშიც ხდება ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება;
  • საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციას უწევს სსსმ მოსწავლეების მშობლებს;
  • ღებულობს უკუკავშირს გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესის შესახებ;
  • გარკვეული პერიოდულობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მშობელთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, აწარმოებს დისტანციური სწავლების პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიზნით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებისათვის მომზადდა განმავითარებელი აქტივობების კრებული, რომლებიც დაეხმარება მათ აკადემიური, კოგნიტური და ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება ახხალი განმავითარებელი აქტივობების შემუშავება, რომელთა მიწოდებაც ხორციელდება სკოლებისათვის.

 კრებულის სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე http://inclusion.ge/geo/attachment/101

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930